logo
ENG



მერის თქმით, რუსეთის განცხადების მიუხედავად, ჩერნიგოვი "კოლოსალური თავდასხმის" ქვეშაა

30 მარ 202216:04
3 წუთის საკითხავი
 
მერის თქმით, რუსეთის განცხადების მიუხედავად, ჩერნიგოვი "კოლოსალური თავდასხმის" ქვეშაა

ქალაქის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ჩერნიგოვი "კოლასალური თავდასხმის" ქვეშაა, მიუხედავად მოსკოვის მტკიცებისა, რომ ოპერაციები შემცირდა. ატროშენკოს თქმით, საომარი მოქმედებები რეალურად გაიზარდა ჩერნიგოვში:

"ისინი ამბობენ, რომ ინტენსივობა შეამცირეს. მათ, რეალურად, გაზარდეს დარტყმების ინტენსივობა. დღეს ჩვენ გვაქვს კოლოსალური თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე. 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა და ახლა საავადმყოფოებში არიან. ასე რომ, როცა რუსეთი რაიმეს ამბობს, ეს გულდასმით უნდა შემოწმდეს".

ოთხშაბათს Telegram-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჩაუსმა თქვა, რომ სიტუაცია რეგიონში არ შეცვლილა, მიუხედავად რუსეთის პრეტენზიებისა.

ატროშენკომ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩერნიგოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა თქვა, რომ ქალაქი რუსული საჰაერო თავდასხმების "ცეცხლის ქვეშ" იყო, ხოლო დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჩაუსმა თქვა, რომ სიტუაცია რეგიონში არ შეცვლილა. მისი თქმით, რუსულმა ჯარებმა განახორციელეს დარტყმები ქალაქ ნიჟინზე, გაანადგურეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ბიბლიოთეკები, სავაჭრო ცენტრები და მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო ჩერნიხოვში არ არის ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და გაზი.

29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი "კარდინალურად შეამცირებს" საომარ მოქმედებებს კიევსა და ჩერნიგოვში.


close დახურვა